საზოგადოება
17.03.2026 12:10
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„შეკრებილებმა რეგიონის მდგრადი განვითარებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების დაგეგმვაზე, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და სახელმწიფო პროგრამების ეფექტიან განხორციელებაზეც ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების ხარისხიან და დროულ განხორციელებას, ასევე არსებული გამოწვევების ოპერატიულად მოგვარების აუცილებლობას“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაო შეხვედრასსახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები