

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ პატრიარქის ლოცვა მრავალი ადამიანისთვის იმედის, ნუგეშის და სიძლიერის წყარო იყო.
„ღრმა მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისმა უწმინდესობამ უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. იგი იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სიყვარულის სიმბოლო, რომლის სიტყვა და ლოცვა მრავალი ადამიანისთვის იყო იმედის, ნუგეშისა და სიძლიერის წყარო. მისი განუზომელი ღვაწლი და ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარული სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.
ვიზიარებ ამ უმძიმეს დანაკლისს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს“, - აღნიშნულია კონსტანტინე ბუზალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი