საზოგადოება
18.03.2026 14:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები