

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, სიონის ტაძარში დაკრძალვა პატრიარქის სურვილი იყო.
„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი.
ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 17 მარტს, საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი