
21 და 22 მარტს საქართველოს რკინიგზა მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.
რაც შეეხება დამატებითი რეისებს, შესრულდება: თბილისი-ბათუმი-თბილისი (თბილისიდან გასვლა: 21:00 სთ. - ბათუმში ჩასვლა: 02:22 სთ; ბათუმიდან გასვლა: 08:45 სთ. - თბილისში ჩასვლა: 13:44 სთ.);
თბილისი-ფოთი-თბილისი (თბილისიდან გასვლა: 09:10 სთ. - ფოთში ჩასვლა: 14:45 სთ; ფოთიდან გასვლა: 17:20 სთ. - თბილისში ჩასვლა: 22:54 სთ.);
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (თბილისიდან გასვლა: 18:30 სთ. - ზუგდიდში ჩასვლა: 00:40 სთ; ზუგდიდიდან გასვლა: 08:35 სთ. - თბილისში ჩასვლა: 14:44 სთ).
ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331.