

გ. ერისთავის სახელობის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლების ჩვენება გაუქმდა.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეებიდან გამომდინარე მიიღეს.
„მოგახსენებათ, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ერისთავის თეატრშიც - გარდაიცვალა ჩვენი დასის წამყვანი მსახიობი კახა ბერიძე. ამდენად, ხვალ, 20 მარტს დაგეგმილი სპექტაკლი „იღბლიანის“ ჩვენება არ გაიმართება. 28-29 მარტამდე გადაიდო, ასევე 21-22 მარტს ჩანიშნული თოჯინური წარმოდგენები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „იავნანამ რა ჰქმნა“.
შეძენილი ბილეთები გადატანილი იქნება მითითებულ თარიღებზე. სურვილის შემთხვევაში, ბილეთების დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში (0370 27 79 32; 577 39 03 50) ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge“, - აცხადებენ თეატრში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი