საზოგადოება
19.03.2026 13:23
საქართველოში გლოვის დღეები 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. ამდენად, ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მისვლის და მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 და 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი და „საქართველოს რკინიგზა“.

კვირის ამბები