

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს დაკრძალვას დაესწრება.
როგორც ცნობილია, მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. 22 მარტს კი, უწმინდესის და უნეტარესის სიონის ტაძარში დაკრძალვას დაესწრება.
ილია მეორე, 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდები 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც უწმინდესის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს