

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცში ტერიტორია დასუფთავდა.
სალოცავის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოები ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განახორციელეს და ძლიერი ნალექისგან დაზიანებული, გაუვალი ტერიტორია გაასუფთავეს.
„აღნიშნულ ლოკაციაზე მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთებია შემორჩენილი, რომელსაც ადგილობრივები რელიგიური დღესასწაულების დროს სტუმრობენ.
სამუშაოების შედეგად, მომლოცველებისთვის უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი“, - აღნიშნეს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს