
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
შეხვედრაზე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები განიხილეს, თითოეული მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, მონაწილეებმა ისაუბრეს 2026 - 2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელშიც რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, მდგრადი ურბანული განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, განათლების, კულტურის, სპორტის და ტურიზმის ხელშეწყობა, ტრანსპორტის და ნარჩენების მართვის სისტემების მოწესრიგება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება ასახული.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.