

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმათველობაში აცხადებენ, გზის მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ 25 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი შენდება, ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებთან აკავშირებს.
„პროექტის ფარგლებში, ატენის გარდა, რკინა-ბეტონის 27-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება გორშიც, კერძოდ, აბრამიშვილის ჩიხში. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ღია, ეროზირებული ფერდი საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს.
საყრდენი კედლების მოწყობის შემდეგ, ორივე ლოკაციაზე მნიშვნელოვნად შემცირდება მიწის ჩამოშლის რისკი, უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი სახლების დაცულობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს