

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 60 პაციენტი განიკურნა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge ახლახანს განთავსდა.
stopcov.ge-ს ცნობითვე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულითა რაოდენობა 242-ს შეადგენს.
საქართველოს 3 მოქალაქე Covid 19-ის დადასტურებული სემთხვევით უცხოეთიდან არის გადმოყვანილი.
კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 405 პაციენტი.
3 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს