
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია მოკლევადიან საავტორო ტრენინგკურსს - „ოპერატიული საქმიანობის საფუძვლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ იწყებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება 21 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
აკადემიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დარგის ექსპერტებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან ოპერატიული საქმიანობის შესახებ პროფესიული ცოდნა მიიღონ.
პროექტში მონაწილეობა უფასოა და აპლიკაციების მიღება 2026 წლის 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის ბმული მითითებულია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
რაც შეეხება მონაწილეთა შერჩევის პროცესს, აპლიკაციის მიღების, აპლიკაციის შერჩევის და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება.
ტრენინგკურსი 22, 23 და 24 აპრილს, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე (მისამართი: თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) გაიმართება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.