

გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის მიმართულებით არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსებს საჭირო კვლევებს, საჭირო მედიკამენტების ღირებულებას და სამედიცინო პროცედურებს.
ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში ხარჯები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლადაც აქვს გათვლილი. პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით, მედიკამენტების შესაძენად წლიურად 500 ლარი დაუფინანსდებათ.
რაც შეეხება მედიკამენტების შესაძენი თანხის წლიურ ლიმიტს, კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს