

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გორში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე, რეკრეაციულ სივრცეებში ტარდება და ამ ეტაპზე დასუფთავება, დაფოცხვა, ხმელი ხეების ჭრა-გადაბელვა, მწვანე ნარგავების შემობარვა და სასუქის შეტანა მიმდინარეობს.
როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებასთან ერთად, ირგვება ახალი ნერგებიც. კერძოდ, კვერნაქის ახალი სასაფლაოს მიმდებარედ დაირგო ალვის ხეები და მოეწყო ქარსაცავი ზოლი.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი