

გორში სპორტული ჟურნალისტის და პუბლიცისტის ვასილ ბალახაძის მეექვსე წიგნის - „ამბები სპორტული ქალაქიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, გამოცემა XX საუკუნის გორის სპორტულ ცხოვრებას ეხება და სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.
პროექტი სპორტის სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ განხორციელდა.
„ამბები სპორტული ქალაქიდან“ პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და ავტორის მეგობრები ესწრებოდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი