

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ პირს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ნიმუშის აღებისას Covid 19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, თბილისის მაცხოვრებელია და ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თბილისშია გადაყვანილი და მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება