საზოგადოება
02.04.2026 13:13
ბერძნული ავიაკომპანია ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაამატებს და ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

„Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისთვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა.

საქართველოს და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოს და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29 %-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776).

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, Sky Express და Wizz Air კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კვირის ამბები