

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები სანიაღვრეების და გზის საფუძვლის მოსაწყობად ხორციელდება.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეს 1 589 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. დამონტაჟდება საგზაო ნიშნებიც.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს