

გორის ცხელების ცენტრიდან საეჭვო სიმპტომების მქონე 3 პაციეტის ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. ,,გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირება არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
სამივე პაციენტი ცხელების ცენტრში გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიიდან გუშინ შეიყვანეს. არსებული სიმპტომების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებით, სამივე მათგანის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
უარყოფითი პასუხები კლინიკას წუხელ გვიან ღამით მიაწოდეს.
უკვე მესამე კვირაა შიდა ქართლში ე.წ. ცხელების სამი ცენტრი მოქმედებს - გორში, ქარელსა და ხაშურში. ამ დრომდე, ცხელების ცენტრებიდან ლაბორატორიაში გაგზავნილ ყველა ნიმუშზე პასუხები უარყოფითია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს