
სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამა გრძელდება.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ფერმერებს შეუძლიათ და დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში კი დამატებით თანადაფინანსდება შემდეგი მიმართულებები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისთვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ის მიერ სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა - უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსებაც დაემატა. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ფერმერებს აგროკონსულტაციებს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: rda. gov. ge