
3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საგენტოს ინფორმაციით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 4-5 აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ნალექი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. 4-5 აპრილს მოიმატებს ქარის სიჩქარე და 8 მ/წმ-მდე დაფიქსირდება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.