

დღეს, 5 აპრილს, დიდმარხვის მეექვსე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას ზეიმობს.
იერუსალიმში შესვლისას, მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს, პალმის თუ ბზის რტოებს უფენდა და ყოველი მხრიდან ისმოდა - ,,ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა”. ქრისტიანები ამ დღესასწაულს ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა და ბზა იკურთხა.
ბზობის დღესასწაული აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი