საზოგადოება
06.04.2026 12:29
გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის, „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

მოქალაქეების მომსახურება ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილურმა სკრინინგ ცენტრმა უზრუნველყო.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ შემდეგი კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ქალებისთვის); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (30-60 წლის ქალებისთვის); კოლორექტული კიბოს სკრინინგი (50–70 წლის ქალების და მამაკაცებისთვის).

სამედიცინო აქციის ფარგლებში მოქალაქეებს, ჩაუტარდათ ასევე B და C ჰეპატიტის და აივ/შიდსი ტესტირება და ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის) სკრინინგი

კვირის ამბები