საზოგადოება
06.04.2026 12:31
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენასთან დაკავშირებული მზადების პროცესი განიხილეს.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაში გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საწარმოები, ღვინის მარნები, ხელოსნები და შემოქმედებით ჯგუფები მიიღებენ, ასევე იგეგმება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გაეცნონ რეგიონის ტურისტულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.

„გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონის პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას“ - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა - „EBIT 2026“ 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება.

კვირის ამბები