
სამხედრო ჰოსპიტალში ახალი ოფთალმოლოგიური სერვისები დაინერგება, რაც თვალის დაავადებების ქირურგიულ მკურნალობასაც მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიურ მიმართულებას მაღალკვალიფიციური ექიმი ოფთალმოლოგი ნანა დიღმელაშვილი უხელმძღვანელებს.
„სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ექიმთა გუნდს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი ოფთალმოლოგი ნანა დიღმელაშვილი შემოუერთდა.
ნანა დიღმელაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის მიმართულებით დამატებითი სერვისების განვითარება ითვალისწინებს სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტირებას, მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდის განსაზღვრას და თვალის დაავადებების თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას.
ოფთალმოლოგიური მიმართულებით დამატებითი სერვისების განვითარება მოიცავს პერიოდულ სკრინინგსაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.