

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებს და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სასურსათო ნობათი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, ნობათის გადაცემის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და მთლიანობაში, წელს, სააღდგომო საჩუქარს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 400-მდე პირი მიიღებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი