

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 13 აპრილს, დამატებითი ავტობუსები გორში უფასოდ 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.
მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს შემდეგ ლოკაციებზე აიყვანს: ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია), წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანის და ტყვიავის ქუჩების კვეთა), კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია), ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია), სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია)
ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს