საზოგადოება
14.04.2026 13:11
კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივ არქიტექტორებს გორის გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება გააცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივ არქიტექტორებს გორის გენერალური გეგმის (გენგეგმის) ტექნიკური დავალება გააცნო.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს გენგეგმის ტექნიკური დავალება, რომელიც ქალაქის სივრცითი განვითარების და გრძელვადიანი დაგეგმარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

„არქიტექტორებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარადგინეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ყურადღება განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს.

ქალაქის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რაც გორის ურბანული განვითარების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები