

გორში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს. იწმინდება მიწისქვეშა გადასასვლელები, საავტომობილო გზის შემადგენელი ელემენტები, სპორტული მოედნები და მიმდებარე ტერიტორიები.ირგვება ახალი ნარგავებიც.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საერთო სარგებლობის სივრცეების მოწესრიგებასთან ერთად, საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ნიშნები ეწყობა .
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს