

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დევნილთა სააგენტო შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხის და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-ამდე ოჯახს სახლის იატაკის საფარს სრულად შეუცვლის. საჭიროების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაზე დევნილი ოჯახებისგან მოისმინა და დახმარება აღუთქვა.
პროექტი დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 264 776 ლარს შეადგენს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.