16.04.2026 17:27
გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად მოვუაროთ ქალაქს - კეთილმოწყობის სააგენტო მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ურნებში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის შედეგად კონტეინერები ზიანდება და იმტვრევა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით პლასტმასის კონტეინერების დაწვის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

„სამწუხაროა, რომ ურნების დაზიანების ფაქტები კვლავ იკვეთება. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის ნივთებს და გარემოს, ერთად მოვუაროთ ქალაქს“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები