საზოგადოება
17.04.2026 13:06
ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაზე რეგისტაცია 20 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი
პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირებაზე გასვლის მსურველებს რეგისტრაცია 20 აპრილის 09:00 საათამდე, naec. ge-ზე შეუძლიათ.

რაც შეეხება ტესტირების თარიღს, 22 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

„ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

„სერტუსი“ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ ელექტრონულ გამოცდას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და ენის ფლობის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 3 წელია და აღიარებულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და დამსაქმებლის მიერ“,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები