საზოგადოება
20.04.2026 14:03
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხები იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, სარწყავი არხები დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან უკვე გაიწმინდა სოფლებში: ზერტი, კვარხითი, რეხა და ფხვენისი.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლე, ამ ეტაპისთვის, სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს ხიდისთავსა და ბერბუკში ახორციელებენ.
კვირის ამბები