საზოგადოება
21.04.2026 13:59
კარალეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნეს, სოფელ კარალეთში ინდივიდუალური მეწარმეები ე. ბ. და ა. მ. აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ. ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.

უწყების ინფორმაციით, მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.
კვირის ამბები