საზოგადოება
23.04.2026 12:25
საბრძოლო დიდების მუზეუმის ხელმძღვანელი დარია ვაშაგაშვილი გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის დააჯილდოვეს
საბრძოლო დიდების მუზეუმის ხელმძღვანელი და გორის საპატიო მოქალაქე დარია ვაშაგაშვილი დააჯილდოვეს.

88 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმის ხელმძღვანელს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გვანცა მჭედლიშვილმა გადასცეს.

დარია ვაშაგაშვილი საბრძოლო დიდების მუზეუმში ხელმძღვანელის პოზიციაზე 1972 წლიდან მუშაობს და თანამშრომლებთან ერთად, მუზეუმისთვის ექსპონატების მოძიებასა და შეგროვებაში აქტიურადაა ჩართული. 2022 წელს მიენიჭა საპატიო გორელის წოდებაც.
კვირის ამბები