საზოგადოება
23.04.2026 15:08
2 442 231 კაცი ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, 1 487 350 კაცი - სასოფლო ტიპის დასახლებებში - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს.

აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი). რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67 პროცენტი), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24 პროცენტს.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, საიდანაც საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 კაცი) - კაცი.
კვირის ამბები