საზოგადოება
23.04.2026 15:19
საქართველოს დედაქალაქში 1 331 485 კაცი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს.

აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

რაც შეეხება შიდა ქართლს, აღწერის შედეგების მიხედვით, 251 736 ადამიანი ცხოვრობს.
კვირის ამბები