ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლა 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
მოსწავლეები როგორც დაბალ (I-VI კლასი), ასევე, მაღალ (VII –XII კლასი) საფეხურებზე მიიღებიან.
სამუსიკო სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბალ საფეხურზე მოსწავლეები მიიღებიან სპეციალობებზე: ფორტეპიანო, ვიოლინო და ფლეიტა. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობის ასლი, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, საჯარო სკოლიდან ცნობა და ორი ფოტოსურათი (3X4).
რაც შეეხება მაღალ საფეხურს, ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ფლეიტის, სოლო სიმღერის და საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობების შესწავლას გულისხმობს. წარმოსადგენი დოკუმენტაცია კი დაბადების მოწმობის ასლს, მშობლების პირადობის მოწმობების ასლებს, სამუსიკო სკოლის დამთავრების მოწმობას, ფონიატრის ცნობას და ორ ფოტოსურათს (3X4) ითვალისწინებს.
დოკუმენტების მიღება 1-ელი მაისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იწარმოებს (შაბათ-კვირის გარდა). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 0 (370) 27 40 90; 592 77 00 26.