საზოგადოება
27.04.2026 12:01
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 41 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საქმიანობა წამოიწყონ ან გააფართოონ.

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ხორციელდება“, - აცხადებენ უწყებაში.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულთა სიის ნახვა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.
კვირის ამბები