ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებთათვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსი პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, კონკურსში 21 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან 8 შეირჩა. გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტმა, ჯამში, 29 080 ლარი შეადგინა.
როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, დაფინანსებული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების გაუმჯობესებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყლის რესურსების მართვას და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას.