საზოგადოება
28.04.2026 11:50
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 28 აპრილს გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ.

სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.
გაფართოებულ კრებაზე, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან გამოავლენს სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს. კრების გამართვის თარიღი სინოდმა დღესვე უნდა დაადგინოს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლის და არაუმეტეს სამოცდაათი წლის, უნდა იყოს ბერი.
კვირის ამბები