მეცხრე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო მუზეუმს ესტუმრნენ
გორის lX საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო მუზეუმს ესტუმრნენ.
მეთუნეობის პროექტის ფარგლებში, აღსაზრდელები თიხაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ნამუშევრები დაამზადეს.
„სახელოსნოს ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული გამოცდილების შემდეგ, აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა საბავშვო ბაღში მოაწყვეს პატარა სახელოსნო და სააგენტოს წარმომადგენლებს მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.