საზოგადოება
29.04.2026 14:58
„საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“ - ფოტოკონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
ფოტოკონკურსში - „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტოკონკურსში წარდგენილი ფოტო უნდა ასახავდეს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის, ველურ ფლორას და ფაუნას. კონკურსში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელმაც, მაქსიმუმ, ერთი ფოტო უნდა წარადგინოს.

„ფოტოკონკურსი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს (22 მაისი) ეძღვნება და მიზანია საქართველოს
ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის საკითხებში.

რაც შეეხება მონაწილეობას და საკონკურსო ნამუშევარს, მსურველებმა 7 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ მისამართზე: forms. gle / BPdTKiCkFqgXMUKk6 . ფოტო კი უნდა იყოს ავტორის მიერ გადაღებული და არ არღვევდეს მესამე პირის საავტორო უფლებებს. კონკურსზე არ დაიშვება ინტენსიურად დამუშავებული ფოტოები, ასევე არ შეიძლება სხვისი ნამუშევრის გამოყენება.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდებიან“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და NBSAP აქსელერატორის მხარდაჭერით ტარდება.
კვირის ამბები