საზოგადოება
30.04.2026 12:14
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, ძევერის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
ღონისძიება ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის ძევერის საჯარო სკოლის (დირექტორი ნუნუ წეველიძე) V, VIII, IX და X კლასის (პედაგოგი მარგალიტა კოლიაშვილი) მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა და როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, კალიგრაფიის კონკურსმა მემორიალურ მუზეუმში ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად იმართება.

„კონკურსის მიზანი ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში წერითი კულტურის განვითარება, შემოქმედებითი უნარების გაძლიერება და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებაა“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
რაც შეეხება მონაწილეებს, ბარბარე კეჩხუაშვილმა, ანდრია მელქუაშვილმა, ანა მაკრახიძემ, მარიამ ჯოლბორდმა, ანა ლომსაძემ, ბარბარე მელქუაშვილმა, ლიზი ლომსაძემ, გიორგი დურულმა, ბარბარე ქორჩაშვილმა, გვანცა დურულმა, ლიზი მაკრახიძემ და ლელა ლომსაძემ საინტერესო, მრავალფეროვანი ნამუშევრები წარადგინეს.

კონკურსის მონაწილეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს - ბარბარე მელქუაშვილს (I ადგილი), გვანცა დურულს (II ადგილი), ბარბარე კეჩხუაშვილს (Ш ადგილი), ასევე ნომინაციებში გამარჯვებულებს გიორგი დურულს („საუკეთესო საზედაო ასო“) და ლიზი ლომსაძეს („ჟიურის სიმპათია“) საჩუქრები გადაეცათ.
კვირის ამბები