საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ბილეთების გაყიდვა 2 და 5 მაისს დაიწყება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის ნაკრებს, ხოლო 5 ივნისს - ბაჰრეინს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
გულშემატკივრებისთვის საქართველო-რუმინეთის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 2 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს, რეალიზაცია 5 მაისის 12:00 საათიდან განხორციელდება.
„ორივე თამაშზე დასაწრები ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ: BILETEBI . GE-ზე შეუძლიათ და გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაცია ავრცელებს.