საზოგადოება
01.05.2026 16:43
2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, - - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

„ხვალიდან, 2 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები