გორელი მარიამ ჯალაღანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდიანტია. მარიამს სახელმწიფო სტიპენდია წარჩინებული სწავლისთვის მიენიჭა.
მარიამ ჯალაღანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მან ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა და შემდგომ ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.