საზოგადოება
04.05.2026 11:56
რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები სასწავლო წლის დასრულებამდე

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით, მეორე სემესტრის - სასწავლო წლის დასრულებამდე 4 ოფიციალური დასვენების დღე იქნება, თუმცა, მათ შორის, 9 და 17 მაისი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებამდე 12 და 26 მაისს დაისვენებენ.

მაისში ოფიციალური უქმე დღეებია:

9 მაისი - გამარჯვების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

სასწავლო წელი კი 15 ივნისს დასრულდება.

კვირის ამბები