ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 11 მაისის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ასევე დასაქმების მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა შეაფასონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და უმოკლეს ვადაში მიიღონ შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკატი.
გამოცდა კი 13 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
„სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში, თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. მორიგი ტესტირება 27 მაისს არის დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 14 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 25 მაისს 09:00 საათზე დასრულდება.
ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს. მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ როგორც სრულად, ისე ცალკეული კომპონენტების მიხედვით. სრული ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია.
აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევის და შეფასების პროცესში გამოიყენება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცემტრში.
აპლიკანტებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.